სამართლებრივი ნორმები

სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას  სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, რადგან ეს მომავალი თაობის აღზრდასთან არის დაკაშირებული. კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით სამუშაოს მნიშვნელობის გამარტივება და მრავალი პრობლემის  გადაჭრაა შესაძლებელი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამა თუ მიზნით ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება, გავრცელება და  გამოყენება.  ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტებს:
1.       პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონდარღვევაა. კანონები საავტორო უფლებების შესახებ იცავს როგორც პროგრამული უზრნველყოფის ავტორს, ასევე  მის მფლობელს, ისევე როგორც საპატენტო უფლება იცავს გამომგონებელს.

2.       გარდა კანონდარღვევისა  პროგრამული  უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება  ზიანს აყენებს საზოგადოებას, რადგან ხელს უწყობს მორალური და იურიდიული  ნორმების დარღვევების დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების დარგში.


3.       პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს მის შემქმნელს, რადგან ხელს უშლის მას  მიიღოს სათანადო  ანაზღაურება  შესრულებული  სამუშაოსათვის. ის ხელს  უშლის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და შემდგომში მის გაუმჯობესებას, რადგან მის შემქმნელს მოტივაციას უკარგავს. გარდა ამისა, ეს  პროგრამული უზრუნველყოფის გაზრდასაც  იწვევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий