პროექტის სახელწოდება - "ოქროს ხანა საქართველოში- თამარ მეფე"
პროექტის მთავარი იდეა(თემა)- წარმოაჩინოს საქართველოს ძლიერების ხანა, თამარ მეფის ღვაწლი ისტორიული ფაქტების დახმარებით.
პროექტის აქტუალობა- ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მომხდარა საქართველოში თამარის გამეფებასთან დაკავშირებით, განსაზღვრავენ ქალის როლს საქართველოს ისტორიაში, მის მიერ გატარებულ რეფორმებს,რომელმაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.
პროეტის მიზნები-კვლევის, ინფორმაციის მოძიების და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მოსწავლეები გაეცნობიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თამარის მეფობის ხანა საქართველოსათვის.
მონაწილეთა ასაკი-15 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა-1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას -პროექტის ბოლოს შევქმნით ბლოგს, სადაც ავტვირთავთ თემის ირგვლივ მოპოვებული მასალას და ინფორმაციას.ააქ თანმიმდევრულად იქნება ასახული თუ რა ცვლილებები მოხდა საქართველოში თამარის მეფობის დროს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-
პროექტისათვის საჭირო რესურსები:წიგნი, კომპიუტერი, სურათები, ნახატები.
უნარ- ჩვევები-:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, სინთეზური აზროვნების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/-
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. ერთ ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია თამარის გამეფებასთან დაკავშირებით. მეორე ჯგუფს დაევალება მოიძიონ თამარის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ. მესამე ჯგუფი შექმნის საპრეზენტაციო ფაილებს. თვითეული ჯგუფი დათქმულ ვადაში წარმოადგენს მოპოვებულ მასალას. შეიქმნება პროეტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. ისტორია. ისტ.IX 3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფოს მართველობითი სტრუქტურები.
ა) ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში მმართველობის სტრუქტურაში განხორციელებულ რეფორმებს.
ბ) ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა სტრუქტურებს. ისტ.IX2 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქის საქართველოში ეკონომიური ურთიერთობის განვითარება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)-ზაირა ბურდული
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა- burduli.zaira1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი - /http://zairaburduli2017.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий